საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 5.37 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.37 "გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა” გვაწვდის ინფორმაციას, რომ გავდივართ გადამკვეთ გზაზე, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება იცვლება საპირისპიროდ. მოცემული საგზაო ნიშანი გვიჩვენებს, რომ გადამკვეთ ქუჩაზე ორგანიზებულია რევრსული მოძრაობა.