საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები: 7.3.3 "მოქმედების მიმართულებები”. მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული აღნიშნული ობიექტისაკენ. 7.2.4 "მოქმედების ზონა" მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ. 7.3.1 "მოქმედების მიმართულებები” მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული აღნიშნული ობიექტისაკენ. მოცემული დამატებითი ინფორმაციის დაფებიდან საგზაო ნიშნის მოქმედების მიმართულებაზე მიუთითებენ რიგით პირველი და მესამე საგზაო ნიშნები.