საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის, ან მარეგულირებლის საგნალებით განისაზღვრება, რეგულირებილი გზაჯვარედინია. თუ ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი, ან შუქნიშანი არმუშაობს, ან არარის მარეგულირებელი, გზაჯვარედინი ითვლება არარეგულირებულად და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებით და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით. ხოლო 25-ე მუხლის, მე-14 პუნქტის თანახმად შუქნიშნის (რევერსულის გარდა), ან მარეგულირებლის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს "სდექ" ხაზთან. მოცემულ სიტუაციაში შუქნიშნის ყვითელ მოციმციმე სიგნალზე აუცილებელი არარის "სდექ" ხაზთან გაჩერება.