საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის, "ა.ა" ქვეპუნქტის თანახმად, როცა მარეგულირებელის ხელები განზეა გაშვერილი ან ჩამოშვებული - მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - პირდაპირდა მარჯვნივ, ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე. მოცემულ სიტუაციაში ტრამვაის მარცხნივ მოძრაობის გაგრძელების უფლება არა აქვს და თქვენ გზაჯვარედინი უნდა გაიროთ პირველმა.