საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 35-ე მუხლის, პირველი პუნქტის, "ა" და "ბ" ქვეპუნქტების თანახმად ატომაგისტრალზე და 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზებზე აკრძალულია: ა) ქვეითის, შინაური ცხოველების, ველოსიპედისტის, მოპედის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლით, ან მათი მდგომარეობის გამო 40 კმ/სთ-ზე ნაკლებია;ბ) მეორე ზოლს იქით იმ სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება; ხოლო იმავე კანონის 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა საქალაქაშორისო და მცირე ზომის ავტობუსისა და მოტოციკლის, ყველა გზაზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს არღვევს: მოპედი - უფლება არა აქვს 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზებზე მოძრაობის, 3.5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილი - უფლება არა აქვს იმოძრაოს მე-3 ზოლში და პიკაპი - უფლება არა აქვს იმოძრაოს 90 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით. ე. ი. არღვევს ყველა ავტობუსის გარდა.