საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999
წელი) me-5 თავის, 21-ე მუხლის, me-9 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად,
ავტომატარებლის აღმნიშვნელი საცნობი ნიშანი არის კაბინის თავზე
ჰორიზონტალურად განლაგებული, ერთმანეთისაგან 150-დან 300 მმ-დე დაშორებული,
სამი ნარინჯისფერი ფარანი, რომელიც მაგრდება მისაბმელიან სატვირთო
ავტომობილსა და ბორბლიან ტრაქტორზე (1,4 ტონისა და მეტი კლასის), აგრეთვე
შეუღლებულ ავტობუსსა და ტროლეიბუსზე.