საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 7.14 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.14 "მოძრაობის ზოლი" მიუთითებს ზოლზე, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნუშნის მოქმედება. მოცემულ სიტუციაში ნაჩვენები საგზაო ნიშნების, 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" და 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" ქვეშ დაყენებული საგზაო ნიშნები 7.14 "მოძრაობის ზოლი" ადგენს ორივე ნიშნის სიჩქარის რეჟიმს მოძრაობის ზოლზე.