![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.4 "სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს სატვირთო ავტომობილებისა და სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების, აგრეთვე ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება (თუ ნიშანზე მასა არარის მითითებული, ან აქვთ ნებადართული მაქსიმალური მასა, რომელიც აღემატება ნიშანზე მითითებულს). ხოლო ამავე თავის 5.30.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.30.2 "მოძრაობის მიმართულება სატვირთო ავტომობილებისათვის” უჩვენებს მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას სატვირთო ავტომობილების, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანისათვის, თუ გზაჯვარედინზე მათი ერთ-ერთი მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინის შემდეგ დაყენებული საგზაო ნიშანი 3.4 სატვირთო ავტომობილს უკრძალავს მოძრაობას პირდაპირ, ხოლო საგზაო ნიშანი 5.30.2 უჩვენებს მხოლოდ რეკომენდებულ მიმართულებას და არშემოაქვს რაიმე შეზღუდვა. სატვირთო ავტომობილის მძღოლს მოძრაობა შეუძლია გააგრძელოს მარჯვნივ, მარცხნივ და უკუმიმართულებით.