საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით, ხოლო ამავე თავის 7.4.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.4.1"სატრანსპორტო საშუალების სახეობა” ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობილებზე, აგრეთვე მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას არაღემატება და შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს ყველა მიმართულებით.