![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ემუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის, ან მარეგულირებლის საგნალებით განისაზღვრება, რეგულირებილი გზაჯვარედინია. თუ ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი, ან შუქნიშანი არმუშაობს, ან არარის მარეგულირებელი, გზაჯვარედინი ითვლება არარეგულირებულად და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებით და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით. ხოლო იმავე მუხლის მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა და იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარცხნივ მოხვევისას, ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ, ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლებიც.მოცემულ სიტუაციში სატრანსპორტო საშუალების მძღოლიები გზაჯვარედინს გაივლიან შემდეგი თანმიმდევრობით: ტრამვაი, მსუბუქი ავტომობილი, ტროლეიბუსი, სატვირთო ავტომობილი.