საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ე" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია აღმართის ბოლოში და გზის სხვა მონაკვეთზე, სადაც ხილვადობა შეზღუდულია საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით. მოცემულ სიტუაციაში, სავალი ნაწილის სიგანე არგვაძლევს საშუალებას გასწრება განვახორციელოთ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლის გარეშე, ამიტომ არა გაქვთ უფლება გაასწროთ სატვირთო ავტომობილს აღმართის დასასრულს.