საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან. მოცემულ სიტუაციაში გზას გააჩნია საკმარისი სიგანის გვერდული სატრანსპორტო საშუალების დგომისათვის, ამიტომ დგომის წესები დაარღვიეს "ბ” და "გ” ავტომობილების მძღოლებმა.