საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არაღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშნის 5.1 "ავტომაგისტრალი” შემდეგ ვმოძრაობთ ავტომაგისტრალზე, სადაც სატვირთო ავტომობილების, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არაღემატება 3,5 ტონას მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით.