საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999
წელი) მე-5 თავის, 21-ე მუხლის, მე-9 პუნქტის, "დ" ქვეპუნქტის თანახმად
სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს ყრუ ან ყრუმუნჯი მძღოლი
მაგრდება საცნობი ნიშანი "ყრუ მძღოლი” - 160 მმ დიამეტრის ყვითელი ფერის
წრე შიგნით ჩახაზული შავი ფერის 40 მმ დიამეტრის სამი წრით, რომლებიც
განლაგებულია წარმოსახვითი, წვერით ქვევით მიმართული ტოლგვერდა სამკუთხედის
კუთხეებში.