საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 7.2.2-7.2.6 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები: - 7.2.2 "მოქმედების ზონა" მიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას; - 7.2.3 "მოქმედების ზონა" მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს; - 7.2.4 "მოქმედების ზონა" მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ. მოცემულ სიტუაციაში მესამე საგზაო ნიშნის 3.27 "გაჩერება აკრძალულია" ქვეშ დაყენებულია საგზაო ნიშანი 7.2.3 "მოქმედების ზონა", რომელიც მიუთითებს 3.27 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს და მძღოლს აწვდის იფორმაციას, რომ გაჩერება შეიძლება ბოლო ნიშნის შემდეგ.