საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 "მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. ხოლო ამავე პუნქტის განმარტების თანახმად 3.2 ნიშნის მოქმედება არვრცელდება - სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ან/და ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში ცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპირტო საშუალება შედის და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. მოცემულ სიტუაციაში, თუ ცხოვრობთ ნიშნის მოქმედების ზონაში პირდაპირმოძრაობის გაგრძელების უფლება გაქვთ.