საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-9 პუნქტის თანახმად რკინიგზის გადასასვლელზე არსებული მოყვითალო ფერის მრგვალი მოციმციმე სიგნალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უფლებას იძლევა, თუ მოციმციმე მოყვითალო და წითელი სინგალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა). მოცემულ სიტუაციაში მძღოლს შეუძლია გაიაროს რკინიგზის გადასასვლელი.