საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარცხნივ მოხვევისას, ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ, ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.მოცემულ სიტუაციაში მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება სატვირთო ავტომობილი და ვალდებულია გაატაროს ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი იმყოფებიან თანაბარმნიშვნელოვან გზაზე და მსუბუქი ავტომობილი მობრუნებისას ვალდებულია გზა დაუთმოს პირდაპირმოძრავ მიკროავტობუსის მძღოლს.