საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად თუ შემხვედრის გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დაუთმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარეზეც არსებობს დაბრკოლება. 1.13 და 1.14 ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. მოცემულ სიტუაციაში 1.14 "ციცაბო აღმართი” ნიშნით აღნიშნულ გზაზე აღმართზე მოძრაობს მსუბუქი ავტომობილი და გზის მონაკვეთზე, სადაც გაძნელებულია გვერდის აქცევა მას ენიჭება პრიორიტეტი.