საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს თანხვედრსატრანსპორტო საშუალებას. ერთი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ზოლიდან ზოლში ერთდროულად გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში წრეზე შესვლამდე საგზაო ნიშანი 2.4 "დაუთმეთ გზა" ავალდებულებს ყვითელი ავტომობილის მძღოლს გზა დაუთმოს წითელ ავტომობილს, მაგრამ წრეზე შესვლის შემდეგ ზოლიდან ზოლში გადადგილების დროს მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას. ე. ი. გზა უნდა დაუთმოს წითელი ავტომობილის მძღოლმა.