![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 7.1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მომართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). იმავე თავის 7.2.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.2.1 "მოქმედების ზონა"' მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას. ხოლო იმავე თავის ამკრძალავი ნიშნების განმარტების თანახმად, საგზაო ნიშანი 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" კრძალავს მოძრაობას სიჩქარით (კმ/სთ), რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს და მისი მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არარის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება არწყდება გზასთან მიმდებარე ტერიტორიების გამოსასვლელთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არდგას სათანადო ნიშანი. მოცემულ სიტუაციაში, მათი დადგმის ადგილიდან მოქმედება ძალაში შედის პირველი და მესამე საგზაო ნიშნების.