საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 5.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.5 "ცალმხრივმოძრაობიანი გზა” აჩვენებს გზას ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით. მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილი მოძრაობს ცალმხრივმოძრაობიანი გზაზე, სადაც მობრუნება და უკუმიმართულებით მოძრაობა არშეიძლება.