საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები: - 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" კრძალავს მოძრაობას სიჩქარით (კმ/სთ), რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. - 7.16 "სველი საფარი” მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მანამ, სანამ სავალი ნაწილის საფარი სველია. მოცემული საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდიან ინფორმაციას, რომ სველი გზის შემთხვევაში უნდა იმოძრაოთ არაუმეტესი 40 კმ/სთ სიჩქარით.