საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) ) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის "ბა" ქვეპუნქტის თანახმად, როდესაც მარეგულირებელის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი, მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით. მოცემულ სიტუაციაში მარეგულირებელის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი, რაც თქვენ უფლებას გაძლევთ მარცხენა გვერდის მხრიდან მოძრაობა გააგრძელოთ ყველა მიმართულებით, მაგრამ თქვენ იმყოფებით მარცხენა ზოლში, საიდანაც მოძრაობის გაგრძელების უფლება გაქვთ მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით.