საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-14 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობა ნაბადართულია, თუ ეს მანევრი უსაფრთხოა და დაბრკოლებას არუქმნის სხვა მონაწილეებს. უკუსვლით მოძრაობა აკრძალულია გზაჯვარედინზე და ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ბ) გვირაბში; გ) ხიდებზე, გზაგამტარებზე, ესტაკადებზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე; ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილას სადაც გასაჩერებელი პუნქტია. მოცემულ სიტუაციაში მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს სურათზე ნაჩვენები A და B ტრაექტორიით.