საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების დაყენება ნებადართულია ერთ რიგად სავალი ნაწილის პარალელურად, იმ ადგილის (სავალი ნაწილის ადგილობრივი გაფართოება) გარდა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელს გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების ორრიგად დაყენებაც. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნაბადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არუქმნიან ქვეითს. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არუქმნის დაბრკოლებას ქვეითს და არარღვევს დგომის წესს.