საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალებებმა გზაჯვარედინი უნდა გაიარონ შემდეგი თანმიმდევრობით: სატვირთო ავტომობილი, მსუბუქი ავტომობილი, ავტობუსი.