საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.1 "შესვლა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას მოცემული მიმართულებით. ხოლო ამავე თავის 7.1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე” მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მომართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). მოცემულ სიტუაციაში, საგზაო ნიშნის 3.1 "შესვლა აკრძალულია” ქვეშ დაყენებული დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე” მიუთითებს, რომ პირველი ნიშნის მოქმედება იწყება, ნიშნიდან 100 მეტრის შემდეგ, მეორე ნიშანთან და მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა პირველი ნიშნის შემდგომ მრცხნივ და უკუმიმართულებით.