საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები"-ს თანახმად საგზაო ნიშნები: - 3.2 "მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. - 5.31 "შემოვლის სქემა” აჩვენებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მარშრუტს. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 3.2 "მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს პირდაპირმოძრაობას, ხოლო უწყვეტი ღერძულა ხაზი 1.1 არიძლევა მობრუნების უფლებას. მძღოლს შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს მხოლოდ მარჯვნივ.