საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები მიუთითებენ: - 7.2.1 "მოქმედების ზონა" - გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას. - 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" - მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). 7.1.3, "მანძილი ობიექტამდე” - მანძილს გზის მხარეს მდებარე ობიექტამდე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მანძილს ობიექტამდე მიუთითებენ მეორე და მესამე საგზაო ნიშნები.