Реклама

Site menu
Section categories
მძღოლის, მგზავრის და ქვეითის მოვალეობა საცნობი ნიშნები, კონვეცია [42]
უწესივრობა და პირობები, რომელთა დროს აკრძალულია სატ. საშ. ექსპლ [19]
მაფრთხილებელი ნიშნები [27]
პრიორიტეტის ნიშნები [18]
ამკრძალავი ნიშნები [73]
მიმთითებელი ნიშნები [30]
საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები [37]
სერვისის ნიშნები [10]
დამატებითი ინფორმაციის ნიშნები [38]
შუქნიშნის სიგნალები [62]
მარეგულირებლის სიგნალები [55]
სპეციალური სიგნალის გამოყენება [18]
საავარიო შუქური სიგნალიზაცია [13]
გარე სანათი ხელსაწყოები. ხმოვანი სიგნალით სარგებლობა [25]
მოძრაობის დაწყება მანევრირება. სატრ. საშ. განლაგება სავალ ნაწილზე [65]
გასწრება შემხვედრი ტრანსპორტის გვერდის ავლით [43]
მოძრაობის სიჩქარე [33]
სამუხრუჭე მანძილი [18]
გაჩერება დგომა [39]
გზაჯვარედინის გავლა [88]
რკინიგზის გადასასვლელი [0]
მოძრაობა ავტომაგისტრალზეა [0]
საცხოვრებელი ზონა [0]
ბუქსირება [0]
სასწავლო სვლა [0]
გადაზიდვები ხალხი ტვირთი [0]
ველოსიპედის, მოპედის [0]
საგზაო მონიშვნა [0]
სამედიცინო დახმარება [0]
მოძრაობის უსაფრთხოება [0]
D,E ბილეთები [16]
Tag Board
Our poll
Rate my site
სულ პასუხი: 1
Statistics

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0
Login form
Главная » 2012 » მარტი » 18 » ბილეთი 36
автор: iraklikurtanidze
опубликовано: 2025-07-17
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-3 და მე-8 პუნქტების თანახმად: 3. მწვანე, ყვითელი და წითელი ფერის ისრიან (ისრებიანი), ან შუქნიშნის სიგნალებს იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც შესაბამისი ფერის მრგვალ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით მითითებული მიმართულებით (მიმართულებებით). ამასთან, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს შესაბამისი საგზაო ნიშნით არარის აკრძალული. იგივე მნიშვნელობა აქვს მწვანე ისარს დამატებით სექციაში. დამატებითი სექციის გამორთული სიგნალი იძლევა ინფორმაციას, რომ მოძრაობა აკრძალულია ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით. 8). ტრამვაისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, აგრეთვე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება შუქნიშნები ერთი და იმავე ფერის სიგნალიზაციით, T ნიშნის მსგავსად განლაგებული მოყვითალო ფერის ოთხი მრგვალი სიგნალით. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი, ან რამდენიმე ზედა სიგნალი, რომელთა შორის მარცხენა – მარცხნივ, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი მარჯვნივ მოძრაობის უფლებას იძლევა. თუ მხოლოდ სამი ზედა სიგნალია ჩართული, მოძრაობა აკრძალულია. იმავე თავის 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ, ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას მძღოლი გზას უთმობს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.მოცემულ სიტუაციაში ტრამვაის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება არა აქვს და მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გაიაროს გზაჯვარედინი პირველმა.
 комментариев: 0
 просмотров: 500
Всего комментариев: 0
Добавление комментария
Имя *:
Email:
Код *:
Search
Calendar
«  მარტი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
Entries archive
Site friends
  • Create a free website
  • Online Desktop
  • Free Online Games
  • Video Tutorials
  • All HTML Tags
  • Browser Kits
  • Реклама

    Copyright MyCorp © 2025
    Free site builder - uCoz