საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-12 პუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობის ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით. ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდება მითითებულ ადგილზე. ამავე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, მძღოლები და ქვეითები ასრულებენ მარეგულირებლის სიგნალების და განკარგულებების მოთხოვნებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან შუქნიშნის სიგნალებს, საგზაო ნიშნების და მონიშვნების მოთხოვნებს. მოცემულ სიტუაციაში, თქვენ ვალდებული ხართ გაჩერდეთ მარეგულირებლის მიერმითითებულ ადგილზე ყველა შემთხვევაში.