საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999
წელი) მე-5 თავის, 42-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად სატრანსპორტო
საშუალების გაბარიტს გარეთ წინ და უკან ერთ მეტრზე მეტად, ან გვერდიდან
საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი
აღინიშნება საცნობი ნიშნით "მსხვილგაბარიტიანი ტვირთი”, ხოლო დღე-ღამის
ბნელ დროს, ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, ამასთან, წინ – ფარნით
ან თეთრი ფერის შუქამრეკლით, უკან – ფარნით ან წითელი ფერის შუქამრეკლით.
ამავე თავის 21-ე მუხლის, მე-9 პუნქტის, "თ” ქვეპუნქტის თანახმად საცნობი
ნიშანი "მსხვილგაბარიტიანი ტვირთი” არის 400X400 მმ ზომის დაფა, რომელზედაც
დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიეთმონაცვლე წითელი და თეთრი
ფერის ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით.