საქართველოს კანონის `საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის 1 თავის `საგზაო ნიშნები"-ის 3.7 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.7 `მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილისა და ტრაქტორის მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას. მოცემულ სიტუაციაში, გზაჯვარედინის შემდეგ დაყენებულია საგზაო ნიშანი 3.7 `მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია”, რომელიც გვიკრძალაბს `ბ” მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას. მოძრაობის გაგრძელება ნებადართულია მხოლოდ `ა” მიმართულებით.