საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: - 5.18 "რეკომენდებული სიჩქარე” უჩვენებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა. _ 1.27 "გვერდითი ქარი” გვაფრთხილებს, რომ ამ უბანზე მოსალოდნელია გვერდითი ძლიერი ქარი. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდიან ინფორმაციას, რომ გზის ამ უბანზე მოსალოდნელია გვერდითი ძლიერი ქარი და რეკომენდებულია იმოძრაოთ 50 კმ/სთ სიჩქარით.