საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები: -7.2.1 "მოქმედების ზონა"' მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას. - 7.2.4 "მოქმედების ზონა" მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ. - 7.2.3 "მოქმედების ზონა" მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს. - 7.2.6 "მოქმედების ზონა" მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მიმართულებისა და მოქმედების ზონას გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა.შ. ერთი მხარის გასწვრივ. მოცემული დამატებითი ინფორმაციის დაფებიდან ყველა მიუთითებს საგზაო ნიშნის მოქმედების ზონას.