საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის "ბა" ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებელის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი, მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით. ამავე თავის 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. მოცემულ სიტუაციაში, რადგან თქვენ მოძრაობთ მარჯვენა ზოლში და საგზაო ნიშანი 5.7.2 "ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა” გაძლებთ ინფორმაციას, რომ გადამკვეთ გზაზე ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა მარჯვნიდან მარცხნივ, მიუხედავად მარეგულირებლის სიგნალისა, რომელიც გაძლევთ უფლებას იმოძრაოთ ყველა მიმართულებით, მოძრაობის გაგრძელების უფლება გაქვთ მხოლოდ პირდაპირ.