საქართველოს კანონი "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) არაწესებს მცირე გაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების ერთ ზოლში ორრიგად მოძრაობის შეზღუდვას, თუ ამით სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას არექმნება დაბრკოლება. იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.20 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ხოლო იმავე კანონის პირველი თავის, პირველი მუხლის, "გ” პუნქტის თანახმად გასწრება არის დაკავებული ზოლიდან გამოსვლასთან დაკავშირებული მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გასწრება.მოცემულ სიტუაციაში ორი მოტოციკლის გადაადგილება ერთნაირი სიჩქარით ერთი ზოლის ფარგლებში ნებადართულია. არირღვევა გასწრების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნები.