საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999
წელი) მე-5 თავის, 21-ე მუხლის, მე-9 პუნქტის, "ი" ქვეპუნქტის თანახმად
საცნობი ნიშანი "გრძელი სატრანსპორტო საშუალება” – არანაკლებ 1200X200 მმ
ზომის ყვითელი ფერის მართკუთხედი წითელი ფერის არშიით (სიგანე 40მმ) და
შუქამრეკლი ზედაპირით მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს,
რომლის სიგრძე ტვირთით ან უმისოდ აღემატება 20 მეტრს და ავტომატარებელზე
ორი ან მეტი მისაბმელით. ასეთი საცნობი ნიშანი უკეთდება ავტომობილს
ზემოთ დასახელებულ ორივე შემთხვევაში.