![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ხოლო "საგზაო მოძრაობის წესების" განმარტებების თანახმად, "მთავარი გზა" - 2.1, 2.3.1-2.3.3 ან 5.1 საგზაო ნიშნებით აღნიშნული გზა, რომელიც ანიჭებს მძღოლს გავლის უპირატესობას გზის გადამკვეთ მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში.- ან გზა, რომელიც დაფარულია მკვრივი საფარით (ასფალტი, ცემენტბეტონი, ქვის მასალა და სხვა მისი მსგავსი) გრუნტოვანთან შედარებით. მოცემულ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალებებმა გზაჯვარედინი უნდა გაიარონ შემდეგი თანმიმდევრობით: მსუბუქი ავტომობილი, სატვირთო ავტომობილი და მოტოციკლი, მიკროავტობუსი, ტრაქტორი.