საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.2 "მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ხოლო ამავე თავის 5.34.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.34.1 "სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი” გვაჩვენებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, ან მოძრაობის მიმართულებას მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუნებლად. მოცემულ სიტუაციაში, საგზაო ნიშანი 3.2 "მოძრაობა აკრძალულია” გვიკრძალავს მოძრაობის გაგრძელებას პირდაპირი მიმართულებით, ხოლო საგზაო ნიშანი 5.34.1 "სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი” გვაჩვენებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას, თქვენ უნდა გადაადგილდეთ საპირისპირო სავალ ნაწილზე.