საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები: - 5.18 "რეკომენდებული სიჩქარე” უჩვენებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა. - 7.16 "სველი საფარი” მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მანამ, სანამ სავალი ნაწილის საფარი სველია. მოცემული საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ სველი გზის შემთხვევაში რეკომენდებულია 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა.