საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებელის ხელები განზეა გაშვერილი ან ჩამოშვებული: - მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - პირდაპირდა მარჯვნივ, ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე; - მარეგულირებლის მკერდსა და ზურგის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის მოძრაობა აკრძალულია. მოცემულ სიტუაციაში მარეგულირებლის მკერდსა და ზურგის მხრიდან ქვეითის მოძრაობა აკრძალულია და მათ გზაჯვარედინზე გასვლის უფლება არა აქვთ არცერთ ზემოთჩამოთვლილ შემთხვევაში.