![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999
წელი) მე-5 თავის, მე-20 მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო
საგზაო მოძრაობაში მონაწილე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
ვალდებულია:
ა) თან ჰქონდეს საგზაო მოძრაობის შესახებ კონვენციის შესაბამისი
სარეგისტრაციო დოკუმენტი და მძღოლის მოწმობა.
ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დაამაგროს იმ სახელწიფოს სარეგისტრაციო და
განმასხვავებელი ნიშნები, სადაც ეს ტრანსპორტია რეგისტრირებული.
ხოლო "საგზაო მოძრაობის შესახებ” კონვენციის 37-ე მუხლის, პირველი
პუნქტის თანახმად საერთაშორისო მოძრაობაში მყოფ თითოეულ ავტომობილზე უკანა
მხარეს უნდა ეკეთოს იმ სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, რომელშიც
რეგისტრირებულია ეს ტრანსპორტი და იმავე კონვენციის მე-3 დანართის, პირველი
პუნქტის თანახმად ამ კონვენციის 37-ე მუხლში მოხსენებული ნიშანი უნდა
შედგებოდეს ერთი-სამი ლათინური ანბანის სასათაურე ასოსაგან. Aასოების
სიმაღლეLE 0.08 მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. Aასოები დაწერილი უნდა იყოს
შავი საღებავით ელიფსის ფორმის თეთრ ფონზე, რომლის მთავარი ღერძი
ჰორიზონტალურია.
საქართველოში რეგისტრირებულ იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც
იმყოფებიან საერთაშორისო მოძრაობაში უნდა ეკეთოს "GE” ასოებით აღნიშნული
ნიშანი.