საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად, იმ ადგილას, სადაც იძულებითი გაჩერებისას გაჩერება აკრძალულია, მძღოლი იღებს ყველა შესაძლო ზომას სატრანსპორტო საშუალების ამ ადგილიდან გასაყვანად. მოცემულ სიტუაციაში, ნიშნის მოქმედების ზონაში იძულებით გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა გაიყვანოს ავტომობილი ნიშნის მოქმედების ზონიდან.