საქართველოს კანონის "საგზაომოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ე" ქვეპუნქტის თანახმად: შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას და ქვეითს, რომელმაც ვერდაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით.მოცემულ სიტუაციაში მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს ყველა ზემოთ აღნიშნული, შეამციროს სიჩქარე, დარწმუნდეს მოძრაობის უსაფრთხოებაში და გაიაროს გზაჯვარედინი.