საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად: 1. მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არარის ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. ამასთან, მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არშეექმნათ დაბრკოლება. 2. მოხვევის მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიეცემა დროულად, მანევრის დაწყების წინ და წყდება მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ), ამასთან სიგნალმა შეცდომაში არუნდა შეიყვანოს მოძრაობის სხვა მონაწილეები. სიგნალის მიცემა მძღოლს არაძლევს უპირატესობას და არათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია დაიწყოს მოძრაობა, თუ ის არშეუქმნის დაბრკოლებას სატვირთო ავტომობილს.