საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ე" ქვეპუნქტის თანახმად გასწრება აკრძალულია აღმართის ბოლოში და გზის სხვა მონაკვეთზე, სადაც ხილვადობა შეზღუდულია საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით. მოცემულ სიტუაციაში აღმართის ბოლოში შეგიძლიათ დაიწყოთ გასწრება, რადგან თქვენ არგიხდებათ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლა.