საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) 5-ე თავის 31-მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნაბადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს). ხოლო იმავე მუხლის 4-ე პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, გაჩერება აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ, 5 მეტრზე ახლოს მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები გაჩერებულია საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა დაცვით და პირველი სამი პასუხიდან არცერთი არარის სწორე.