საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ, ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას, მძღოლი გზას უთმობს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის მე-2 თავის, 1.12 პუნქტის თანახმად, 1.12 "სდექ ხაზი” აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი უნდა გაჩერდეს 2.5 ნიშნის არსებობისას, შუქნიშნის, ან მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე. მოცემულ სიტუაციაში მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში, თუ მძღოლი დარწმუნდება მოძრაობის უსაფრთხოებაში, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გაჩერება აუცილებელი არ არის.